პეპე: "რეალი" ცენტრალური მცველების სასაფლაო იყო

AutoSharing Option
"პორტუს" ახალწვეულმა პეპემ გაიხსენა, თუ როგორ გადადიოდა მისი ამჟამინდელი კლუბიდან 2007 წელს მადრიდის "რეალში".

"რეალი" ცენტრალური მცველების, რომლებიც აქ მოდიოდნენ, სასაფლაო იყო. ძირითადში ვერც ერთი მათგანი დამკვიდრდა. თუმცა "პორტომ" კარგად მომამზადა და "რეალში" 10 წელი ვითამაშე.

"რეალში" ბევრი გამორჩეული, სახელიანი ცენტრალური მცველი იყო, მაგრამ ვერავინ შეძლო ძირითადში ისე დამკვიდრება, როგორც მე.

ძალიან მიხარია, რომ "პორტოში" კასილიასი თამაშობს. შესაძლოა, ამანც იმოქმედა ჩემს გადაწყვეტილებაზე. როცა ჩამოვედი, იკერს ვკითხე, საუბრობს თუ არა პორტუგალიურად, ზუსტად ისევე, როგორც მან მკითხა "რეალში", ვლაპარაკობდი თუ არა ესპანურად.

მან მითხრა, რომ ენა ესმის, მაგრამ საუბარი ერიდება. ვუთხარი, რომ მას უკეთესად გამოსდის, ვიდრე მე ესპანური", - თქვა პეპემ.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
უბინძურესი ფეხბურთელი
კახა
14 იანვარი 2019 19:15
1
პეპე რომ გაუსვეს რეალიდან აი მაშინ ეტირა ყოფა რეალის დაცვას .
maxo
13 იანვარი 2019 13:05
0
10 წელი რეალის ძირითადში ითამაშა ტიპმა და თქვა რაც იყო მერე რა მოხდა
გოგა
11 იანვარი 2019 20:19
0
რავა ყველას განდიდების მანია ჭირს, რა უბედურებაა? ჯერ სულ რომ ეგრე იყოს, რა წესია ეს საკუთარი თავის ქება? მერე, რა პეპე, რის პეპე? მაიცა რა
gagi
11 იანვარი 2019 17:39
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული