იმისათვის, რათა "სევილიასთან" ითამაშოს, კარიმ ბენზემამ ოპერაციის გაკეთება გადადო

AutoSharing Option
"მარკას" ცნობით, "რეალის" თავდამსხმელი კარიმ ბენზემა 20 იანვარს ოპერაციას გაიკეთებს.

მან ლა ლიგას მე-19 ტურში "ბეტისთან" მატჩის პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო და შეცვალეს.

ბენზემას მარჯვენა ხელის თითი აქვს მოტეხილი და საოპერაციოა, მაგრამ ქირურგიული ჩარევა იმისათვის გადადო, რათა 19 იანვარს "სევილიასთან" ითამაშოს.

ოპერაციის შემდეგ ბენზემას დაახლოებით ორი კვირა მოუწევს უქმობა.

ბენზემამ ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის 19 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.