ლუის სუარესი: ლეო მესის არყოფნა "სევილიასთან" ჩვენს წაგებას არ ამართლებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა განაცხადა, რომ "სევილიასთან" ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში არ უნდა დამარცხებულიყვნენ (0:2) და ლეო მესის არყოფნა არ ამართლებს მათ წაგებას.

"ლეოს სხვა შეხვედრებშიც არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ შედეგს ვაღწევდით. ეს ჩვენს დამარცხებას არ ამართლებს.

მესის შეუძლია სიტუაციის შეცვლა და იმედია, საპასუხო მატჩში დაგვეხმარება. იანვარი ტრადიციულად ყველაზე რთული თვეა. თასი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემპიონატზე ქულები უნდა დავაგროვოთ.

უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ფიქრი გვმართებს. ყველაფერს უნდა გავუმკლავდეთ და ამისათვის საკმარისად კარგი შემადგენლობა გვყავს", - ციტირებს სუარესს As-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ფენომენოს, ბარსა გავა და თასსაც აიღებს ნახავტ
beso
26 იანვარი 2019 10:47
0
ბარსა ვეღარ გავა თამთა
ფენომენო
25 იანვარი 2019 12:00
3
ცუდია წაგება მაგრამ არაუშავს სახში მოვიგებთ.
Tamta
25 იანვარი 2019 00:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული