ბარსელონა VS რეალი - 5:1 ალბათ აღარ იქნება... ითამაშებს თუ არა მესი?

AutoSharing Option
ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმთავრესი დაპირისპირება - "ელ კლასიკო" ამ სეზონში სულ მცირე, 4-ჯერ გვექნება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ "სამეფო თასის" წილისყრამ ეს გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალურ სტადიაზე დაუწყვილა.

სწორედ დღეს, 6 თებერვალს პირველი ნახევარფინალური მატჩი "კამპ ნოუზე" გაიმართება - "ბარსელონა" ჩვენი დროით 23:59 საათზე "რეალს" უმასპინძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ "კლასიკოები" არ გვაკლია, "სამეფო თასზე" ფინალამდე მათი გზები დიდი ხანია, რაც არ გადაკვეთილა. ბოლოს ეს გუნდები ექვსი წლის წინათ დაუპირისპირდნენ ამ ტურნირში და მაშინ ბრძოლა "რეალმა" განაგრძო. ამის შემდეგ "ბ
არსელონა" თასიდან არ გავარდნილა ზედიზედ 23 ეტაპზე. ეს საამაყო რეკორდი კი ახლა საშიშროების წინაშეა.

"ბარსელონა" "სამეფო თასის" ნამდვილი მეფეა - კლუბმა ტიტული 30-ჯერ მოიგო, მათ შორის მოიგო ბოლო 5 ფინალიდან 4. ის ერთი წაგებული ფინალი 2014 წელზე მოდის, როცა "ბარსამ" "რეალთან" "მესტალიაზე" დათმო.

ჟოზეს აჩრდილი
6 წლის წინათ ამ გუნდებს შორის საინტერესო ნახევარფინალური დუელი შედგა - "სანტიაგო ბერნაბეუზე" მატჩი 1:1 დასრულდა. გოლები კი სესკ ფაბრეგასმა და რაფაელ ვარანმა გაიტანეს.

"კამპ ნოუზე", თითქოს, "ბარსა" იყო ფავორიტი, მაგრამ ჟოზე მოურინიოს გუნდმა მეტოქე 3:1 დაამარცხა. კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა, ვარანმა იქაც შეაგდო, ჟორდი ალბას გოლი 87-ე წუთზე კი აღარაფერს წყვეტდა.

28 საათი და 30 წუთი
მადრიდელთა ხელმძღვანელობა ლა ლიგის ბოსებს შემოსწყრა - ფლორენტინო პერესს მიაჩნია, რომ ხავიერ ტებასის კანტორა "ბარსას" კოჭს უგორებს. ნახევარფინალის პირველ შეხვედრამდე ისე მოხდა, რომ "ბარსელონას" ერთი დღით მეტი დასვენება მოუწევს. თანაც, "სამეფო კლუბმა" კვირას გვიანი თამაში ითამაშა. რეალურად კატალონიელები 28 საათითა და 30 წუთით მეტს დაისვენებენ.

ლოპეტეგი ამას გადაჰყვა
ოქტომბერში ეს გუნდები "კამპ ნოუზე" ლა ლიგაზე შეხვდნენ ერთმანეთს და ხულიენ ლოპეტეგის მადრიდული კარიერაც რეალურად აქ გაჩერდა - "რეალი" 1:5 განადგურდა. ეს მაშინ, როცა ერნესტო ვალვერდეს გუნდს ლეო მესი არ ჰყავდა! ასეთ შერცხვენას კი "სამეფო კლუბში" არავის აპატიებენ.

სხვათა შორის, ეს წლების განმავლობაში პირველი "ელ კლასიკო" იყო, როცა მოედანზე არც არგენტინელი იყო და არც კრიშტიანო რონალდო, რომელიც ზაფხულში "იუვენტუსში" გადაბარგდა. პირველ წრეში "რეალი" ლუის სუარესმა ლამის პირადად დაამარცხა - ურუგვაელმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, თითო გოლი კი ფილიპე კოუტინიომ და არტურო ვიდალმა გაიტანეს.

ითამაშებს მესი?
ლიონელ მესიმ ამ სეზონში ერთი "ელ კლასიკო" უკვე გამოტოვა და ახლაც ამ საფრთხის წინაშეა. "ვალენსიასთან" მატჩში არგენტინელი დაშავდა. მართალია, ის მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ მისი თამაში საეჭვოა. "მარკამ" სპეციალურად ამის გამოსაკვლევად ექიმი პედრო ლუის რიპოლი მიიწვია, რომლის დასკვნაც ასეთია - სასურველია, ლეომ საერთოდ გამოტოვოს ეს მატჩი, ან სულ მცირე, არ იყოს სასტარტო შემადგენლობაში და იყოს ძალიან ფრთხილად.

"ვალენსიასთან" ლეო ეგრეთ წოდებულ "სენდვიჩში" მოჰყვა, რის გამოც ბარძაყზე ის ადგილი დაეჟეჟა, სადაც დიდი მომზიდველი კუნთია. მესი ის ფეხბურთელია, რომელიც ხშირად იყენებს დრიბლინგს. ამისთვის კი მომზიდველი კუნთი ხშირად და უმტკივნეულოდ უნდა მუშაობდეს.

უსმან დემბელემ კოჭის ტრავმა მოირჩინა და ასევე შეუძლია თამაში, თუმცა სასტარტოში მისი გამოსვლა ნაკლებად მოსალოდნელია.

"რეალის" ბანაკში ტრავმა მოირჩინა გარეთ ბეილმა, რომლის დაბრუნებას ველოდებით. ქარიმ ბენზემასაც აღარ აწუხებს მტკივანი ხელი და თან, ფრანგი შესანიშნავ ფორმაშია.

"ბარსელონას" არ ეყოლება რაფინია, სამუელ უმტიტი და იასპერ სილესენი, ხოლო "რეალს" - ხესუს ვალიეხო. თუ მესი და დემბელე არ იქნებიან, მაშინ ფლანგებიდან კარლეს ალენია და ფილიპე კოუტინიო შეუტევენ. სილესენს კი (რომელიც სათასო მატჩებში იდგა) ტერ შტეგენი შეცვლის.

"სამეფო კლუბის" 11-ეული კი საბრძოლოა იმის გათვალისწინებით, რომ რეგილონმა მარსელოს დაცვის მარცხენა ფლანგზე კონკურენცია მოუგო.

სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, ლონგლე, პიკე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური - ალენია (ან მესი), ლუის სუარესი, კოუტინიო
რეალი (4-3-3): კეილორ ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, რეგილონი - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ვინისიუსი.

მთავარია, რას იტყვის მესი
ერნესტო ვალვერდე ("ბარსელონას" მწვრთნელი): "ჯერ კიდევ გვრჩება ერთი ვარჯიში, რომლის შემდეგაც გადავწყვეტთ, ითამაშებს თუ არა მესი. მთავარია, თავად მოთამაშის განწყობა როგორი იქნება. თუ ის იტყვის, რომ თამაში შეუძლია, მაშინ ასეც იქნება. არ აქვს დადებით ტესტებს მნიშვნელობა, თუ ფეხბურთელიც არ დაადასტურებს, რომ თავს კარგად გრძნობს და თამაშისთვის მზად არის. როცა ის იტყვის, რომ მზადაა, მერე გადამწყვეტი სიტყვა უკვე ექიმზეა.

ისეთი კაცი არ ვარ, ვინც უაზროდ გარისკავს, მით უმეტეს, სეზონის შუაში. რაც შეეხება მატჩს, ორივე გუნდს ერთი მიზანი აქვს - ფინალში გასვლა. ჩვენ ამ სეზონში ვაჯობეთ მეტოქეს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს - ველით საუკეთესო "რეალს".

რაც შეეხება დემბელეს საკითხს, აქაც იმ პრინციპით გადავწყვეტს, როგორც მესის შემთხვევაში. გუშინ მან გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, დღეს საღამოს კი ამას შეძლებს. ვნახოთ".

ერთიანი "რეალი"
სანტიაგო სოლარი ("რეალის" მწვრთნელი): "კალენდარი მძიმე გვაქვს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს - უნდა გამოვიდეთ და საუკეთესოდ ვითამაშოთ. იმედი მაქვს, ამის გამო პრობლემები არ შეგვექმნება და კალენდრის საკითხი გადამწყვეტი არ აღმოჩნდება.

რაც შეეხება მესის, ფეხბურთისთვის სჯობს, რომ საუკეთესო მოთამაშეებმა ითამაშონ. ლეოს თამაში თუ უთამაშებლობა ჩვენს მზადებაზე არ აისახება. ეს დიდი დაპირისპირებაა, როგორიც "რივერი"-"ბოკა", "ინტერი"-"მილანი", სხვები. ჩვენ გვიყვარს ასეთ მატჩებში თამაში. მთავარია, რომ "რეალი" ახლა სწორ გზას ადგას და ერთიანია".

alt"ბარსელონასა" და "რეალის" განაცხადები "ელ კლასიკოსთვის" ცნობილია

alt"ბარსელონა" "რეალთან" მატჩში ჩინურ ახალ წელს აღნიშნავს [VIDEO]

altმიიღე მონაწილეობა Sportall.ge-ს გათამაშებაში და მოიგე ლიონელ მესის წიგნი!

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამოკითხვა
ვისი ბრალია მანჩესტერ იუნაიტედის წარუმატებლობა?
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბარსას ბულკები
barsa
15:43 06-02-2019
6
ბარსა მოიგებს 3-0 ან 4-1.
beso
15:40 06-02-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ლა ლიგა
#
გუნდი
33
20
8
5
27
68
33
20
4
9
21
64
33
14
12
7
14
54
33
15
7
11
12
52
33
12
16
5
10
52
33
11
13
9
-6
46
33
12
10
11
-7
46
33
12
7
14
-6
43
33
11
9
13
-9
42
33
10
11
12
-2
41
33
10
11
12
-5
41
33
9
13
11
-3
40
33
8
8
16
-9
35
33
8
10
15
-12
34
33
8
10
15
-14
34
18
ვალიადოლიდი
33
7
11
15
-19
32
19
ვალეკანო
33
7
7
19
-21
28
20
უესკა
33
5
11
17
-20
26