"ბარსელონა" "ბილბაოს" დაუზავდა და "რეალს" 6 ქულით უსწრებს

AutoSharing Option
10 თებერვალს, ლა ლიგას 23-ე ტურში "ბილბაოსა" და "ბარსელონას" მატჩი 0:0 დასრულდა. ბასკურმა გუნდმა "ბარსას" ამ სეზონში მეორე ფრე გაუგორა.

სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ მასპინძლები ვერ დაჯაბნეს და შეიძლებოდა წაეგოთ კიდეც. შეხვედრის დასასრულს ვილიამსის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ტერ-შტეგენმა მოიგერია და თავისი გუნდი გადაარჩინა.

მან ჩემპიონატზე მის კარში დარტყმული 34 ბურთიდან 30 მოიგერია.

"ბარსელონამ" პრიმერაზე 2018 წლის 11 თებერვლის შემდეგ პირველად ვერ შესძლო გოლის გატანა.

ბილბაო. "სან მამესი". 47 557 მაყურებელი
ბილბაო - ბარსელონა 0:0
გაძევება: დე მარკოსი (90+1)

"ბარსელონა"
51 ქულით პირველ ადგილზეა, მეორეადგილოსან "რეალს" 6 ქულით უსწრებს და 16 თებერვალს "ვალიადოლიდს" უმასპინძლებს.


ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული