ვალვერდეს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა "ბარსას" პრეზიდენტმა - ხოსეპ მარია ბართომეუმ არაერთხელ აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობა ბასკი სპეციალისტის მუშაობით კმაყოფილია და მასთან ურთიერთობის გაგრძელებას აპირებს.
ახალი კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდეა გათვლილი, თუმცა მასში არსებული ერთ-ერთი პირობის მიხედვით, ორმხრივი სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება.
ერნესტო ვალვერდემ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტი 2017 წელს დაიკავა და კლუბთან ერთად ლა ლიგა, ესპანეთის თასი და სუპერთასი