მარსელო თარსია? - "რეალმა" მისი მონაწილეობით ჩატარებული 9 მატჩიდან 6 წააგო

AutoSharing Option
დღეს, ლა ლიგას 24-ე ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა იმ "ჟირონასთან", რომელსაც უკანასკნელი 13 შეხვედრიდან არც ერთი არ ჰქონდა მოგებული.

სტატისტიკოსებმა იუწყეს, რომ "რეალმა" იმ ბოლო 9 თამაშიდან, რომელშიც მცველმა მარსელომ მიიღო მონაწილეობა, 6 წააგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მოიგო - "რაიო ვალეკანოსთან" 1:0.

როდესაც სერხიო რეგილიონი თამაშობდა, ბლანკოსმა ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა.

უკანასკნელი 6 წლის მანძილზე პირველად "სამეფო გუნდმა" სეზონში 11 მარცხი განიცადა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თუ მარსელოს მონაწილეობით მოგებულ და პირადად მარსელოს მიერ მოგებულ შეხვედრებს დავითვლით,აღმოჩნდება,რომ მარსელო თარსი კი არა,ქუდბედიანი ყოფილა.რეალი რა თქმა უნდა დიდი გუნდია და შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს,მაგრამ სწორედ ფეხბურთელებისადმი ასეთი უსულგულო დამოკიდებულების გამო, არ მიყვარს.გუშინდელ სუპერვარსკვლავს ისე მოისვრიან სანაგვეზე,მადლობასაც არ ეტყვიან ხშირად.
სოსო
10:17 18-02-2019
1
მარსელოა თარსიი ? ვაიი სირცხვილი ვინც ეს თქვა ფეხბურთის გაგებაში არ ყოფილა :)) ყველამ კარგად იცის რომ მარსელო ერთ-ერთი საუკეთესო მცველია როგორი ტაქტიკა სიკლასნეაქვს უბრალოდ გინდაც დაცვაში გინდაც თავდასხმაში ჩართვებში რონალდოს წასვლის შემდეგ მითუმეტეს რამდენჯერ დაურტყამს კარისკენ რომ მას მაინც გაემწვავებინა თამაში :(( შეიძლება ახლა ისე ვეღარ თამაშობს, მაგრამ როგორ უნდა თქვა ფეხბურთელზე, რომელიც წლებია გუნდის შეუცვლელი ფიგურააა და რომელსაც მოუგია არა ერთი ჩემპიონთა ლიგა ლალიგა, რომ თარსიაო :(( უბრალოდ ეს არაადეკვატურობააა :)) ასეთი ფეხბურთელი თუ ვერ დაფასე აბა ვინ უნდა დააფასო ერთ სეზონში გატოკებული, გაფრენილი და გაპიარებული ფეხბურთელი რომელიც მერე მოედნიდან ქრება ? :(( და არ მესმის არც ფანებისდა არც არავისი ვინც მოთამაშეს ლანძღავს შეურაწყოფას აყენებს და გოლს რომ გაიტანს აღმერთებს:(( ასე არ შეიძლება ჩავარდნები ყველას აქვს და ამ დროს ადამიანს გვერდში დგომა სჭირდება და არა დაცინვა :(( სამწუხაროდ ბევრი ფანი ვიცი ასეთი. პ.ს. ბარსას ფანი :**
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული