დღეს, ლა ლიგას 24-ე ტურში "რეალი" საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა იმ "ჟირონასთან", რომელსაც უკანასკნელი 13 შეხვედრიდან არც ერთი არ ჰქონდა მოგებული.
სტატისტიკოსებმა იუწყეს, რომ "რეალმა" იმ ბოლო 9 თამაშიდან, რომელშიც მცველმა მარსელომ მიიღო მონაწილეობა, 6 წააგო, 2 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 1 მოიგო - "რაიო ვალეკანოსთან" 1:0.
როდესაც სერხიო რეგილიონი თამაშობდა, ბლანკოსმა ზედიზედ 8 გამარჯვება მოიპოვა.
უკანასკნელი 6 წლის მანძილზე პირველად "სამეფო გუნდმა" სეზონში 11 მარცხი განიცადა.