"რეალის" მცველმა მარსელომ იმაზე გააკეთა ირონიული კომენტარი, რომ მის მიერ ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში მადრიდულმა გუნდმა მხოლოდ 1 მოიგო.
ბლანკოსის გულშემატკივრებმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნეს სტატისტიკა, რომ მარსელო როდესაც თამაშობს, გუნდი უმეტესად აგებს, ხოლო როცა სერხიო რეგილიონი ასპარეზობს - იგებს.
"რა თქმა უნდა, ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ჩვენ ვაგრძელებთ", - დაწერა მარსელომ სოციალურ ქსელში.
ამ სეზონში მარსელომ 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.