რაკიტიჩი "ბარსელონას" ტოვებს? - "ინტერმა" კატალონიელებთან მოლაპარაკება დაიწყო

AutoSharing Option
იტალიური La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დიდი ალბათობით, "ბარსელონას" ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი ზაფხულში კარიერას მილანის "ინტერში" გააგრძელებს.

გამოცემის მტკიცებით, კლუბებს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია და რაკიტიჩი "ნერაძურის" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

ხორვატ ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, ხელშეკრულების გახანგრძლივებასა და ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებული მოლაპარაკება კი წარუმატებლად დასრულდა.

მილანის "ინტერში", დღეის მდგომარეობით, სამი ხორვატი ფეხბურთელი უკვე ირიცხება. იტალიელთა ღირსებას ივან პერიშიჩი, მარსელო ბროზოვიჩი და შიმე ვრსალკო იცავენ.

altჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "ლიონი" "ბარსელონასთან" ფრეზეც დაკმაყოფილდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნამდვილად არ მინდა რაკიტიჩმა დატოვოს ბარსა! ძალიან კარგი შრომის მოყვარე ფეხბურთელია და ყოჩაღ ბარსას ხელმძღვანელობა ასე, რომ უფასებთ ფეხბურთელს ამდენი ხნის შრომას. ამდენი ფეხბურთელი, რომ შემოიყვანეთ ბარსაში, ეწყინებათ ძირითად ფეხბურთელს, აბა რა იქნება! ამით ანიშნებთ, რომ დროა წასვლის. ეს გორილა ბოატენგი რისი მაქნისია, რა რაკიტიჩზე კარგია? რაკიტიჩი ჯერ კიდევ გამოადგება ბარსას, ამიტომ არ უნდა წავიდეს!!!! მეტი დაფასება ბარსას ძირითად ფეხბურთელებს. დე იონგი მოყავთ და რაკიტიჩი წავიდეს? ყოჩაღთ კიდევ! შემდეგი ვინ იქნება?
ქართველი1
18:04 20-02-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული