ვისამ ბენ იედერი: უცხოპლენეტელმა ლეო მესიმ მატჩის ბედი გადაწყვიტა

AutoSharing Option
"სევილიას" თავდამსხმელმა ვისამ ბენ იედერმა ლა ლიგას 25-ე ტურში "ბარსელონასთან" წაგება (2:4) ასე ახსნა.

"შესაძლოა, რეალურ სამყაროში ეს მატჩი მოგვეგო, მაგრამ უცხოპლენეტელმა ყველაფერი სხვაგვარად გადაწყვიტა.

მე ვამაყობ ჩემი გუნდით. ჩვენ არასოდეს არ ვნებდებით. წინ "სევილია"!", - წერს ბენ იედერი ტვიტერზე.

ამ თამაშში ლეო მესიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და საგოლე გადაცემა გაკეთა.

მიმდინარე სეზონში ბენ იედერმა 39 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ