მადრიდის "რეალის" ფორვარდის, ქარიმ ბენზემას სახლი "ელ კლასიკოს" დროს გაქურდეს.
ამის შესახებ ინფორმაციას El Chiringuito TV ავრცელებს.
ქურდები 31 წლის ფეხბურთელის სახლში მაშინ შევიდნენ, როცა ესპანეთის თასზე "რეალისა" და "ბარსელონას" საპასუხო ნახევარფინალური მატჩი მიმდინარეობდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა წაიღეს ქურდებმა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში ესპანეთსა და ევროპაში მატჩების დროს ფეხბურთელების სახლების გაქურდვა არაერთხელ მომხდარა. ქურდები შევიდნენ კევინს პრინს-ბოატენგის, ჟორდი ალბას (ორივე ბარსელონა), სადიო მანეს (ლივერპული), ტიაგო სილვას, დანი ალვეშის, ერიკ მაკსიმ შუპო-მოტინგისა (ყველა პსჟ) და "მარსელის" პრეზიდენტ ჟაკ-ანრი ეიროს სახლებში.