"რეალში" სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს - დუბლების მწვრთნელი, ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ალვარო ბენიტო უმუშევარი დარჩა.
ესპანეთის თასზე "ბარსელონასთან" წაგების შემდეგ ბენიტომ თამაში ტელეარხ Movistar-სა და რადიო Cadena Ser-ზე გაარჩია. მან შემდეგი თქვა:
"ვინისიუსი ყველას აოცებს, ახალგაზრდაა, მაგრამ გუნდში დისბალანსი შეაქვს. პრობლემა იმაშია, რომ არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კაზემიროა, რომელსაც გუნდის გამარჯვებისთვის არაფერი არ გაუკეთებია. ისევე როგორც კროოსს.".
უკვე გადაწყვეტილია, რომ ბენიტოს "რეალის" ლეგენდა რაული შეცვლის.