"რეალში" სიმართლის თქმა დასჯადია - დუბლების მწვრთნელი "ბარსელონასთან" ნამატჩევს სამუშაოდან გააგდეს

AutoSharing Option
"რეალში" სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდეს - დუბლების მწვრთნელი, ამავე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ალვარო ბენიტო უმუშევარი დარჩა.

ესპანეთის თასზე "ბარსელონასთან" წაგების შემდეგ ბენიტომ თამაში ტელეარხ Movistar-სა და რადიო Cadena Ser-ზე გაარჩია. მან შემდეგი თქვა:

"ვინისიუსი ყველას აოცებს, ახალგაზრდაა, მაგრამ გუნდში დისბალანსი შეაქვს. პრობლემა იმაშია, რომ არის ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კაზემიროა, რომელსაც გუნდის გამარჯვებისთვის არაფერი არ გაუკეთებია. ისევე როგორც კროოსს.".

უკვე გადაწყვეტილია, რომ ბენიტოს "რეალის" ლეგენდა რაული შეცვლის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტიპს ისეთი სისულელე უთქვია გასაგდები ყოფილა :დ კაზემიროს ერთერთი საუკეთესო მატჩი ქონდა კარიერაში რა არაფერი გაუკეთებია გაგაგიჟებენ რა :დ
Superman
13:39 01-03-2019
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული