ლუკა მოდრიჩი: კიდევ 10 წელი ხომ არ უნდა ვიწუწუნოთ რონალდოს არყოფნაზე

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა თავდამსხმელ რონალდოს დანაკლისზე ისაუბრა.

"რონალდო ნებისმიერ გუნდს დააკლდებოდა. მისი სრულფასოვანი შემცვლელის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ძალიან დაგვაკლდა. "რეალისთვის" ძალიან ბევრი გააკეთა. კლუბი შეეცადა მისი ფუნქციები სხვა ფეხბურთელებზე გადაენაწილებინა, მაგრამ ეს ასე ადვილი არაა.

მას ყოველ სეზონში 50 გოლი გაჰქონდა. თქვენ სხვა ასეთ ფეხბურთელს ვერ იპოვნით. ვიღაცამ წინ უნდა გადადგას ნაბიჯი, ნუ გაიტანს 50 გოლს, გაიტანოს 15-20 ან სულაც 10. სწორედ ეს არ გვყოფნის. მომენტების რეალიზაცია ამ სეზონში ჩვენი მთავარი პრობლემაა. კრიშტიანო ჩვენს გუნდში აღარაა
და კიდევ 10 წელი მის არყოფნაზე ხომ არ უნდა ვიწუწუნოთ", - განუცხადა მოდრიჩმა "მარკას".

მკითხველის კომენტარები / 1 /
სწორია ეს მამაძაღლი და რას ერჩი
სიმართლე
13:01 05-03-2019
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული