მადრიდის "რეალმა" "ჩელსის" ედენ აზარის შესახებ უკვე მიმართა

AutoSharing Option
როგორც გავლენიანი Goal.com-ი იუწყება, მადრიდის "რეალმა" ლონდონის "ჩელსის" ედენ აზარის ტრანსფერის შესახებ უკვე მიმართა.

გამოცემის მტკიცებით, "სამეფო კლუბი" "არისტოკრატებს" ბელგიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს სთავაზობს.

11 მარტს მადრიდელთა მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნის შემდეგ ბელგიის ნაკრების ლიდერის "რეალში" შესაძლო გადასვლის შესახებ ბევრი იწერება.

თავის მხრივ, აზარის დათმობა არც "ჩელსის" სურს, რადგან კლუბს FIFA-ს სანქცია ემუქრება, რომლის გამოც მომავალი ორი სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში, ფეხბურთელის გაფორმებას ვერ შეძლებს.

28 წლის ბელგიელის კონტრაქტი "არისტოკრატებთან" 2020 წელს იწურება და მიმდინარე წლის ზაფხულში მისი არგაყიდვის
შემთხვევაში, შესაძლოა მისი უფასოდ დათმობა მოუწიოთ.

ედენ აზარი "ჩელსის" რიგებში 2012 წლიდან თამაშობს. პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მან 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა.

altფლორენტინო პერესი და ზინედინ ზიდანი - რონალდოს შესაძლო დაბრუნებაზე

altპერესი - ტრანსფერებზე: მბაპე თუ ნეიმარი? ორივე

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ დარჩება აზარი ჩელდიში.წავა რეალში
ზუგდიდი
17:14 12-03-2019
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული