ლეო მესი: "ბეტისის" გულშემატკივრებს ოვაციებისთვის მადლობას ვუხდი

AutoSharing Option
ლა ლიგას 28-ე ტურში "ბეტისთან" მატჩში (4:1) ჰეთ-თრიკის შემსრულებელ "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის მოწინააღმდეგე გუნდის ფანებმა ოვაციები გაუმართეს. ამაზე კომენტარი არგენტინელმა გააკეთა.

"არ მახსოვს, ტაშს მიკრავდნენ თუ არა სხვა სტადიონებზე. მადლობას ვუხდი. ამ გუნდის გულშემატკივრები ყოველთვის კარგად გვექცევიან და უხარიათ ჩვენი გამარჯვება. ეს ძალიან სასიამოვნოა.

მთავარია, მოვიგეთ. "ატლეტიკოს" წაგების შემდეგ ქულების დაკარგვის უფლება არ გვქონდა.

ჩემპიონობა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ჯერ არაფერი არაა გადაწყვეტილი", - ციტირებს მესის "მარკა".