კარლო ანჩელოტი: ზინედინ ზიდანი და "რეალი" - იდეალური ქორწინებაა

AutoSharing Option
"ნაპოლის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ზინედინ ზიდანის "რეალში" დაბრუნებაზე გააკეთა კომენტარი.

"ზიდანი შეგნებულად დაბრუნდა და ამაში მისთვის საშიშს ვერაფერს ვერ ვხედავ.

რამდენიმე თვე სიწყნარე იქნება და ახლა ეს სიწყნარე ძალიან მნიშვნელოვანია. იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთში არ უნდა იჩქარო!

მან იდეალური დრო შეარჩია დასაბრუნებლად, რადგან ძვირფასი დრო აქვს, შეუძლია ყველაფერი გაანალიზოს და გუნდი მომავალი სეზონისთვის მოამზადოს.

ასე ვიტყოდი - ზიდანი და "რეალი" იდეალური ქორწინებაა, ისინი ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი.

სწორედ ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ეს კავშირი ისევ იმუშავებს. მომავალ სეზონში ისინი ლა ლიგაზეც
იბრძოლებენ და ჩემპიონთა ლიგაზეც", - განუცხადა ანჩელოტიმ "ფრანს ფუტბოლს".