"რეალი" ზინედინ ზიდანს ტრანსფერებისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს საზაფხულო ტრანსფერებისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს.

"სამეფო კლუბის" შორთ-ლისტში ლონდონის "ჩელსის" შემტევი ედენ აზარი, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა და პსჟ-ის ფორვარდი კილიან მბაპე შედიან.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, "რეალში" დაბრუნების ერთ-ერთ პირობად ზიდანი ახალი ვარსკვლავების ყიდვას ასახელებდა, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი კი მას სამი ტოპ-ტრანსფერის განხორციელებას დაჰპირდა.

მომზადებულია L’Equipe-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ