"ბარსელონამ" ფეხბურთელისთვის გამზადებული კონტრაქტი აგენტის ნაცვლად "ესპანიოლს" გადაუგზავნა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონამ" 19-წლამდელთა გუნდის წევრის, ილაიქს მორიბას კონტრაქტი, რომელიც ფეხბურთელის აგენტისთვის უნდა გადაეგზავნა, შემთხვევით "ესპანიოლის" ტექნიკურ მდივანთან გააგზავნა.

როგორც ესპანური AS-ი იუწყება, "ესპანიოლის" წარმომადგენლები განაცვიფრა იმ დეტალებმა, რომლებიც 16 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულებაში ეწერა.

ილაიქს მორიბა არაერთი ევროპული გრანდის სამიზნეა. სწორედ ამის გამო კატალონიელები ფეხბურთელს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ.

"ესპანიოლმა" "ბარსელონას" საკუთარი შეცდომის შესახებ სწრაფად შეატყობინა.

ილაიქს მორიბა 16 წლის ასაკში "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდის წევრია, 25 მარტს კი ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში დებიუტი ჰქონდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული