"რეალმა" "ეიბარს" სახლში ძლივს სძლია - ბენზემა ზიდანის გაჭირვების ტალკვესია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აპრილს, ლა ლიგას 31-ე ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "ეიბარს".

აშკარად უჭირს "რეალს" და ამ შეხვედრის მოგებაც გაუჭირდა. ისევე როგორც 29-ე ტურში "უესკასთან" (3:2), ბლანკოსს გამარჯვება ამჯერადაც ბენზემამ მოუპოვა, რომელმაც დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, წინა ტურში "ვალენსიასთან" წაგებულ შეხვედრაში (1:2) მადრიდელთაგან ერთადერთი გოლის ავტორი სწორედ კარიმი იყო.

"რეალი" 60 ქულით მე-3 ადგილზეა და 15 აპრილს გასვლაზე "ლეგანესს" დაუპირისპირდება.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 50 284 მაყურებელი
რეალი - ეიბარი 2:1
გოლები: 0:1 კარდონა (39), 1:1 ბენზემა (59), 2:1 ბენზემა (81)
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გაუჭირდა, თამაშისთვის არ გიყურებიათ? მთელი მეორე ტაიმი მარტო ერთი გუნდი თამაშობდა, მარტო ბენზემას ჰქონდა 2 გოლის გარდა 3 ნაღდი მომენტი
მდააა
00:13 07-04-2019
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული