არტურო ვიდალი "უესკასთან" ფრეს შემდეგ: ყველა "მანჩესტერთან" თამაშზე ვფიქრობდით

AutoSharing Option
13 აპრილს "ბარსელონა" "უესკას" გადახალისებული შემადგენლობით ესტუმრა და მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა, რომელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მთელი გუნდი "მანჩესტერთან" რამდენიმე დღეში გასამართ შეხვედრაზე ფიქრობდნენ.

"ვფიქრობ, რომ ყველა სამშაბათის მატჩზე ვფიქრობთ, მათ შორის ისინიც, ვინც მოედანზე ვიყავით. ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩვენი ოცნებაა. პირველ რიგში "მანჩესტერს" უნდა გავცდეთ და შემდეგ ვიფიქრებთ ლა ლიგაში კიდევ ერთი მოგების მოპოვებაზე.

დღეს ნახევარდაცვის ამ ტრიომ პირველად ვითამაშეთ, ამიტომ ფრე ლოგიკური შედეგია. კარგია, რომ არ წავაგეთ", - განაცხადა არტურო
ვიდალმა.

"ბარსელონა" "მანჩესტერ იუნაიტედს" 16 აპრილს "კამპ ნოუზე" უმასპინძლებს. პირველი შეხვედრა ინგლისში კატალონიელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული