ზინედინ ზიდანი: "რეალი" მომავალ სეზონში უეჭველად უკეთესად ითამაშებს

AutoSharing Option
ლა ლიგის 32-ე ტურში "ლეგანესთან" ნამატჩევს (1:1) "რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი შეგირდების გარჯით უკმაყოფილო იყო და ეს არც დაუმალავს.

"პირველი ტაიმი არ მომეწონა, მეორე უკეთესი იყო. წაგებას გადავურჩით.

არაფრის ლაპარაკი არ ღირს, უკეთესად შეგვიძლია თამაში. შთაბეჭდილება ძალიან კარგი არ დამრჩა, თუმცა, ცუდსაც ვერ ვიტყვი, რადგან ეს გუნდი სახლში ბევრ გოლს არ უშვებს.

ვიცით, ამ სეზონში ვერაფერს ვერ მოვიგებთ. ექვსი მატჩი დაგვრჩა და უკეთ უნდა ვიასპარეზოთ.

მომავალ სეზონში უეჭველად უკეთ ვითამაშებთ, თუმცა ეს ახლავე უნდა დავიწყოთ.

ბენზემა კარგ სეზონს ატარებს, განსაკუთრებით,
გატანილი გოლებით თუ ვიმსჯელებთ. ფანტასტიკური ფეხბურთელია, გუნდზე თამაშობს და ჭორებს ყურადღებას არ აქცევს", - ციტირებს ზიდანს As-ი.
მკითხველის კომენტარები / 1 /
რეალი გერქვას და ამაზე უარესად ითამაშო?-შეუძლებელია.
სოსო
16 აპრილი 2019 08:17
0

სიახლეები პოპულარული