"ატლეტიკომ" "ვალენსია" დაამარცხა და "ბარსელონას" კორონაცია გადაუდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 აპრილს, ლა ლიგის 34-ე ტურში "ატლეტიკომ" საკუთარ მოედანზე 3:2 დაამარცხა "ვალენსია".

"ატლეტიკოს" წაგების შემთხვევაში "ბარსელონა" 4 ტურით ადრე ხდებოდა ჩემპიონი, მაგრამ მადრიდულმა გუნდმა მოიგო. მოიგო სრულიად დამსახურებულად.

"ატლეტიკოს" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა პრიმერას მიმდინარე გათამაშებაზე მე-15 გოლი გაიტანა და "ბარსელონას" ფორვარდების - ლეო მესისა და ლუის სუარესის შემდეგ მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო 5 სეზონში 15+ გოლი გააქვს.

27 აპრილს, მომავალ ტურში "ბარსა" "ლევანტეს" უმასპინძლებს და "კამპ ნოუზე" შეუძლია იზეიმოს ოქროს მედლების მოპოვება. "როხიბლანკო" ამავე დღეს სახლში "ვალიადოლიდს"
ეთამაშება.

მადრიდი. "მეტროპოლიტანო. 43 531 მაყურებელი
ატლეტიკო - ვალენსია 3:2
გოლები: 1:0 მორატა (9), 1:1 გამეირო (36), 2:1 გრიზმანი (49), 2:2 პარეხო (77, პენ), 3:2 კორეა (81)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული