"რეალმა" "ხეტაფეს" ვერ მოუგო - ბლანკოსს "ახალი რონალდოც" ვერაფრით შეეწია

AutoSharing Option
25 აპრილს, ლა ლიგას 34-ე ტურში "ხეტაფესა" და "რეალის" მატჩი 0:0 დასრულდა.

"ხეტაფე" ამ სეზონში ურიგოდ ნამდვილად არ ასპარეზობს, გასულ ტურში "სევილიას" 3:0 მოუგო, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის და "სამეფო გუნდს" ქულები აართვა.

"რეალს" ვერც თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ უშველა, რომელმაც აქამდე ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა, გასულ ტურში "ბილბაოსთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა და "ახალ რონალდოს" უწოდებენ.

"რეალი" 65 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 6 ქულით ჩამორჩება, "ხეტაფე" კი 55 ქულით ოთხეულში შევიდა.

ხაზგასასმელია, რომ "ხეტაფე" ამ თამაშამდე "რეალთან"
ზედიზედ 10-ჯერ დამარცხდა.

ხეტაფე. "კოლიზეუმ ალფონსო პერესი". 13 135 მაყურებელი
ხეტაფე - რეალი 0:0

ხეტაფე: სორია, სუარესი, გონსალესი, მიკელი, კაბრერა, დურო (პორტილიო 72), მაკსიმოვიჩი, არამბარი, ოლივეირა (ანხელი 57), მოლინა, მატა (საისი 84)

რეალი: ნავასი, კარვახალი, ვარანი, ნაჩო, რეგილონი, ვალვერდე (კროოსი 78), კაზემირო, ისკო, ბ. დიასი (ვასკესი 71), ბენზემა, ბეილი (ასენსიო 71)