გარდაცვალებამდე 6 დღით ადრე ტიტო ვილანოვამ მესის "ბარსელონას" დატოვება გადააფიქრებინა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა ჟორდი როურამ გაამხილა, რომ თავდამსხმელი ლეო მესი გუნდის დატოვებას აპირებდა, მაგრამ "ბარსას" მაშინდელმა თავკაცმა ტიტო ვილანოვამ გადააფიქრებინა.

ვილანოვას ხელმძღვანელობით, "ბარსელონა" 2013 წელს ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ის 2014 წლის 25 აპრილს კიბოთი გარდაიცვალა.

"ტიტო მძიმედ იყო ავად, ლეო კი გუნდში დარჩენაზე ორჭოფობდა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ვიცი, დიდხანს ისაუბრეს.

ამის შემდეგ მესიმ გადაწყვეტილება შეცვალა. მან დაინახა ის, რასაც იქამდე თვალნათლივ ვერ ხედავდა.

ზუსტად არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, მაგრამ ლეომ გადაწყვიტა, დარჩენილიყო. იმედია, ჩვენთან ის
კიდევ კარგა ხანი იქნება.

ტიტო უბრალო, უშუალო და მტკიცე ხასიათის ადამიანი იყო, პროფესიონალი, განსაკუთრებული", - განაცხადა როურამ Radio Kanal Barcelona-ს ეთერში.

მესიმ დღეს თავის "ინსტაგრამზე" დაწერა: "ყოველთვის ჩვენთან" და ვილანოვასთან გადაღებული სურათი განათავსა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული