დიად არს მესი - "ბარსელონამ" ბოლო თერთმეტ სეზონში მერვედ მოიგო ლა ლიგა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 აპრილს, ლა ლიგას 35-ე ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ლევანტეს" 1:0 მოუგო და პრიმერას გამარჯვებული გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ პრიმერას ვადამდე მოსაგებად "ბარსას" გამარჯვება სჭირდებოდა, მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თავდამსხმელი ლეო მესი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა. მიზეზი კი ისაა, რომ კატალონიური გუნდი 1 მაისს ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ლივერპულს" მასპინძლობს და ვალვერდემ მესის დასვენება გადაწყვიტა.

მესი შეცვლაზე შესვენების შემდეგ შევიდა, გოლი გაიტანა და "ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონი ოცდამეექვსედ გახდა. ბლაუგრანამ ოქროს მედლები უკანასკნელ 11 სეზონში მერვედ მოიგო.

მესი პირველი ფეხბურთელია, რომელიც
"ბარსას" შემადგენლობაში 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. მან შეცვლაზე შესვლის შემდეგ ლა ლიგაზე 24 გოლი გაიტანა, რაც XXI საუკუნის რეკორდია.

ნახევარმცველი არტურო ვიდალი სამი გუნდის შემადგენლობაში მერვედ გახდა ჩემპიონი.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 91 917 მაყურებელი
ბარსელონა - ლევანტე 1:0
გოლი: მესი (62)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ლანგლე, სემედუ, ალბა, არტური (ბუსკეტსი 73), რაკიტიჩი, კოუტინიო (მესი 46), ვიდალი, დემბელე (სერხი რობერტო 84), სუარესი

ლევანტე: ფერნანდესი, ვეზუ, რობერი, ლუნა, კოკე, როჩინა (მარტი 84), კამპანია, ჯეისონი, ვუკჩევიჩი (ბარდჰი 65), საიმონი (მორალესი 46), მაიორალი

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულოცავთ ჩვენს საყვარელ ბარსას ჩემპიონობას! მართალია გვინდოდა დიდი ანგარიშით მოგვეგო,უფრო სხვანაირი საზეიმო ელფერი იქნებოდა, მაგრამ რა უშავს როგორც იტყვიან ეგ ერთი და სხვა მრავალი. რაც შეეხება მესიკოს, სიტყვები აღარ მყოფნის, გაჭირვების ტალკვესია! ლეო წელს შენ იმსახურებ ყველა ტიტულს, ოქროს ბურთის ჩათვლით! იმედია ასეც იქნება.
გია1
10:18 28-04-2019
6
რაღაც ცუდად მომხვდა თვალში დღევანდელ დღეს თქვენი სტატიის სათაური
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული