27 აპრილს, ლა ლიგას 35-ე ტურში "ბარსელონამ" "ლევანტე" 1:0 დაამარცხა და "კამპ ნოუზე" საჩემპიონო ზეიმი გაიმართა. ფეხბურთელები გამარჯვებას შვილებთან ერთად აღნიშნავდნენ, თავდამსხმელ ლუის სუარესს კი მისმა პატარა შვილმა მხარზე უკბინა.
ლუისმა კარიერის მანძილზე რვაჯერ უკბინა მეტოქეს: ხუთჯერ მონტევიდეოს "ნასიონალში" თამაშისას, თითოჯერ "აიაქსში", "ლივერპულში" და ურუგვაის ნაკრებში.