"ბარსელონამ" სათამაშო ფორმა განაახლა - გულშემატკივრები შოკში არიან

AutoSharing Option
"ბარსამ" სრულიად განაახლა სათამაშო ფორმა და მალე ახალი დიზაინის პრეზენტაციასაც გააკეთებს. გამოხმაურებების მიხედვით, კმაყოფილნი მხოლოდ მოჭადრაკეები და ხორვატები უნდა დარჩნენ.

კვირა საღამოს ვებგვერდ Footie Headlines-ზე გამოქვეყნდა სათამაში ფორმები, რომლებშიც "ბარსას" ფეხბურთელები მომავალ სეზონს გაატარებენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფორმის პრეზენტაცია ჯერ არ მომხდარა, ავსტრალიის მაღაზიებში "ბარსელონას" ოფიციალურმა პარტნიორებმა უკვე გასაყიდად გამოიტანეს.

დეკემბერში ამ ფორმების ფოტოები laliganews-ის რედაქტორმა ბენჯამინ ქრამპმა გამოაქვეყნა.

Sportall.Ge


მაშინ "ბარსას" გულშემატკივრები იმედოვნებდნენ, რომ ეს მხოლოდ წარუმატებელი დადგმა იყო, თუმცა Footie Headlines-ის მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოებმა "ბარსას" გულშემატკივრებს იმედები გაუცრუა.

ზოგიერთი მათგანი არც მალავს უკმაყოფილებას:

"საშინელებაა. წარმოუდგენელია. მაგრამ, ლეო რომ ჩაიცვამს, მერე კარგი იქნება".

"მომკალით!"

"ახლა კი ზუსტად ვიცით, რომ რაკიტიჩი არსადაც არ წავა".

"ჭადრაკის სათამაშოდ კარგია!"

Sportall.Ge

მომზადებულია sport24-ის მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 14 /
ასეთი უგემოვნო ფორმა ბარსას არ ქონია. რაკიტიჩს მოეწონება მარტო.
Geo_Dinamo
13:10 01-05-2019
0
ამ ექსპერიმენტებს შეეშვან! არ შეჭამეს ტვინი ამ უგემოვნო ფორმებით? თვითონ ფეხბურთელებმა უნდა გამოსთქვან ერთი მაგარი პროტესტი. ჯერ ის ვარდისფერი ფორმები ვერ მომინელებია და ეხლა ესენი კიდევ, კარგით რა? მთელ მსოფლიოში ბარსას ტრადიციული ლურჯ-ბროწეულისფერის ნაირი ფორმებზე ლამაზი არცერთ გუნდს არ ეცვა. ისე მომწონდა და მეამაყებოდა, რომ ასეთი ლამაზი ფორმებით გამოდიოდნენ მინდორზე. რაც ვნახე საშინელებაა!
goCa
13:34 01-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული