Marca: თუ ეს არ მოხდება, ედენ აზარი "რეალის" ფეხბურთელი გახდება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისთვის" მიმდინარე სეზონი, ფაქტობრივად, დასრულებულია, ზინედინ ზიდანის გუნდს არცერთი ტიტულის მოგების შანსი აღარ აქვს, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა კი გარანტირებულია. ამიტომ ისინი მომდევნო სეზონისკენ იყურებიან.

Marca-ს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის "ჩელსი" ევროპა ლიგის ფინალში ვერ გავა, 12 მაისს ედენ აზარი "სამეფო კლუბის" ფეხბურთელი გახდება.

კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ მადრიდელთა შეტევითი პოტენციალი შემცირებულია. სწორედ ამის შესავსებად სურს კლუბს აზარის დამატება.

"ჩელსის" ფეხბურთელის გაყიდვა 140 მილიონ ევროდ სურს, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბელგიელს "არისტოკრატებთან" მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება დარჩა, "სამეფო კლუბს"
მისი დამატება შედარებით იაფი დაუჯდება.

ედენ აზარმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 48 შეხვედრა გამართა, სადაც 19 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული