"ბარსელონა" "სელტასთან" დუბლებით ითამაშებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "სელტასთან" ლა ლიგას 36-ე ტურში წამყვანი ფეხბურთელების დასვენება გადაწყვიტა.

მიზეზი ისაა, რომ "ბარსამ" გასულ ტურში გაიფორმა ჩემპიონობა, ამ ტურნირზე მოტივაციის გარეშეა დარჩენილი, 7 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად "ლივერპულს" შეხვდება.

ვალვერდე ვიგოში თან ლეო მესის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ლუის სუარესს, ჟერარ პიკეს, ჟორდი ალბას, სერხი რობერტოს, ივან რაკიტიჩს და სერხიო ბუსკეტსს არ იახლებს.

"სელტასა" და "ბარსელონას" შეხვედრა 4 მაისს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
არ გამაზოთ, დადეთ ბარსას წაგებაზე, არ გამაზოთ ეს შანსი!!!
კ ო მ ბ ლ ე
02:07 04-05-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული