"რეალი" "აინტრახტს" ლუკა იოვიჩის 60 მილიონად შეძენაზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "რეალი" "აინტრახტს" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩის 60 მილიონად შეძენაზე შეუთანხმდა.

ტრანსფერიდან 48 მილიონს "აინტრახტი" მიიღებს, ხოლო 12 მილიონს იოვიჩის ყოფილი გუნდი "ბენფიკა".

ბლანკოსი 21 წლის სერბს 6-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.

იოვიჩი "აინტრახტმა" "ბენფიკასგან" 2017 წელს ინათხოვრა, აპრილში კი კონტრაქტი გაუფორმა.

ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მან 29 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა დროს იოვიჩია, სასწრაფოდ მბაპეა საჭირო, სანამ 500 მილიონი გახდა.
emigranti
02:53 04-05-2019
1

სიახლეები პოპულარული