As-ის ცნობით, "რეალი" "აინტრახტს" თავდამსხმელ ლუკა იოვიჩის 60 მილიონად შეძენაზე შეუთანხმდა.
ტრანსფერიდან 48 მილიონს "აინტრახტი" მიიღებს, ხოლო 12 მილიონს იოვიჩის ყოფილი გუნდი "ბენფიკა".
ბლანკოსი 21 წლის სერბს 6-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
იოვიჩი "აინტრახტმა" "ბენფიკასგან" 2017 წელს ინათხოვრა, აპრილში კი კონტრაქტი გაუფორმა.
ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაზე მან 29 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.