"ბარსელონას" დუბლები ვიგოში "სელტასთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 მაისს, ლა ლიგა 36-ე ტურში "ბარსელონა" გასვლაზე 0:2 დამარცხდა "სელტასთან".

ვინაიდან "ბარსა" უკვე ესპანეთის ჩემპიონია და 7 მაისს "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩი აქვს ჩასატარებელი, მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ 8 წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა.

"ბარსელონამ" პრიმერაზე სტუმრად 14-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა (9 მოგება, 5 ფრე) - ბოლოს გასვლაზე 26 სექტემბერს "ლეგანესთან" 1:2 დამარცხდა.

დებიუტში ტრავმა მიიღო ბლაუგრანას თავდამსხმელმა დემბელემ და შეცვალეს.

ვიგო "ბალაიდოსი". 22 519 მაყურებელი
სელტა - ბარსელონა 2:0
გოლები: 1:0 გომესი (67), 2:0 ასპასი (88, პენ)

სელტა: ბლანკო, მალო, არაუხო,
კაბრალი, ოლასა, ბუდებუზი (ჰოსაბედი 85), იოკუშლუ, ლობოტკა, ბუფალი (მენდესი 71), გომესი (ბალტრანი 90+1), ასპასი

ბარსელონა: სილესენი, ტოდიბო (მურილიო 68), უმტიტი, ვერმაელენი, ვაგე, ალენია, არტური (ვიდალი 62), პუჩი, მალკომი, ბოატენგი, დემბელე (კოლიადო 6)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული