Marca: "ბარსელონა" ვალვერდეს გადაყენებას და კოუტინიოს გაყიდვას გეგმავს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობა აღშფოთებულია გუნდის "ლივერპულთან" განადგურებით (0:4) და ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მორიგი ფიასკოთი და "მარკას" ცნობით, მზადაა რადიკალურ ზომებს მიმართოს.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ კონტრაქტი გაუგრძელეს მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს, არაა გამორიცხული, კლუბის დირექტორთა საბჭომ სეზონის დასრულებისთანავე სამუშაოდან დაითხოვოს.

კლუბის პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ "წითლებთან" ნამატჩევს განაცხადა, რომ ამ საკითხზე იმსჯელებენ და გადაწყვეტენ, რა მოიმოქმედონ.

აგრეთვე დამშვიდობებას აპირებენ ნახევარმცველ ფელიპე კოუტინიოსთან, რომელმაც იმედები აშკარად ვერ გაამართლა. ცნობისათვის, კატალონიურმა "სპორტმა" კოუტინიოსა და რაკიტიჩის "ლივერპულთან" თამაში 0 ბალით შეაფასა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რა შუაშია ჭორიკანობა.ჭორია თუ სიმართლეა მესიმ 2014 წლის მსოფლიო ფინალი სამარცხვინოდ ითამაშა და უვარსკვლავო გერმანიას თასი გაატანა.მის ადგილზე რომ მარადონა ყოფილიყო ამას დაუშვებდა? ანდა ბარსა ყიდულობს ყველას და ყველაფერს მაგრამ მთავარ ტურნირს ჩ.ლ.-ას ვერ იგებს.იმიტომ რომ მათ ლიდერს საფეხბურთო ვაჟკაცობა,თავგანწივა არა აქვს.გაიხსენეთ ევროპის ფინალში დამტვრეული რონალდუს საქციელი,მისი განცდები,შეძახილები,ცრემლები.სწორედ ასე იქცეოდენ პელე და მარადონა და ამიტომ არიან უკვდავები.ხან ისეთ რაღაცას გააკეთებს მესი ვფიქრობ ამის დამჭერი ვინ არის მეთქი მაგრამ მერე ყველაზე მთავარ თამაშს ჩაააგდებს.რადგან ბარსას თამაში მთლიანად მაგაზეა დამოკიდებული,რაც არასწორად მიმაჩნია შედეგიც სახეზეა.
ბატონ სოსოს
11:11 10-05-2019
1
სადაც ტოტალიზატორი და დიდი ფულია, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს! ნაკლებად მჯერა, რომ უმაღლესი კლასის გუნდი ანიავებდეს სამბურთიან უპირატესობას, თუნდაც "ლივერპულთან". რაც შეეხება მესის - ფეხბურთში დიდი მოვლენაა.
მერაბი
22:06 09-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული