Marca: იასპერ სილესენი "ბენფიკაში" მიდის

AutoSharing Option
"ბარსელონას" მეორე მეკარე, ჰოლანდიელი იასპერ სილესენი კარიერას "ბენფიკაში" განაგრძობს, - ამის შესახებ პორტუგალიურ მედიაზე დაყრდნობით Marca იუწყება.
მათი ცნობით, კლუბსა და ფეხურთელს შორის შეთანხმება მიღწეულია და დასაზუსტებელი მხოლოდ დეტალებიღაა.

ჰოლანდიელი მეკარის შეძენა "ბენფიკას" ორი წლის წინაც სურდა, ახლა კი მისით "პორტუ" და იტალიისა და ინგლისის სხვადასხვა კლუბებია დაინტერესებული.

იასპარეს სილესენი "ბარსელონას" მეკარე 2016 წელს გახდა, თუმცა ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად მარკ ანდრე ტერ შტეგენის დუბლიორად ითვლებოდა და ჯამში 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული