ჩინური კლუბი ბეილში 120 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი გარეთ ბეილი მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა, ჩინეთში გადავიდეს სათამაშოდ.

როგორც გამოცემა Don Balon-ი იტყობინება, ერთ-ერთმა ჩინურმა კლუბმა "რეალს" 120 მილიონი ევრო შესთავაზა, თავად ბეილს კი - წლიური ხელფასის სახით 30 მილიონი.

"რეალს" რომ უელსელის გაყიდვა უნდა, ახალი არაა, თუმცა პოტენციური მყიდველი ბევრი არ იყო. ამის მიზეზი ბეილის მაღალი ხელფასი გახლდათ (20 მილიონი ევრო წელიწადში). თან "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" შემოთავაზებები 80 მილიონს არ სცდებოდა.

29 წლის თავდამსხმელმა ლა ლიგის წლევანდელ სეზონში 29 შეხვედრა ჩაატარა, 8
გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. ბოლო ორ შეხვედრაში მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბეილი განაცხადში არ შეიყვანა.


მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ვინმეს საერთოდ ჭირდება თუნდაც უფასოდ?
levani
14 მაისი 2019 13:34
8
კი დინამო თბილის ან რომელიმე ჩვენს კლუბს :დ
me
14 მაისი 2019 17:48
0

სიახლეები პოპულარული