Goal.com: "ბარსელონა" დე ლიხტის ტრანსფერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს

AutoSharing Option
გავლენიანი Goal.com-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" მატიას დე ლიხტის ტრანსფერს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

გამოცემის ცნობით, კატალონიურ კლუბს გარიგება 70-75 მილიონი ევრო დაუჯდება.

რამდენიმე დღის წინ ამსტერდამის "აიაქსის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა განაცხადა, რომ მათი კლუბის კაპიტანი კარიერას ესპანეთში ან ინგლისში გააგრძელებდა.

"ბარსელონამ" ამსტერდამული კლუბიდან უკვე შეიძინა ფრენკი დე იონგი, რომელშიც 75 მილიონი ევრო გადაიხადა და ის "ბლაუგრანას" მომავალი სეზონიდან შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საცოდაობაა ამ აიაქსის დაშლა.ლიგის მოსაგებად მათ მხოლოდ ასაკი დააკლდათ,მომავალ წელს კი,თასი მათი უნდა ყოფილიყო.
სოსო
14 მაისი 2019 21:36
0
ჯანგო, იგივე ამაშია საქმე , ვახო და რა ვიცი ვისი სახელით არ იწერები. ერთი და იგივე ტექსტებით იშიფრები მაგრად, რომ ხარ ერთი პიროვნება, სხვადასხვა სახელებით.
ბარსა
15 მაისი 2019 20:44
1
სანამ მესი იქნება ჩ.ლ.-ის მოგება არ გიწერიათ.ამისთვის საჭიროა თავდადებული,ვაჟკცური ლიდერი,რომ აიყოლიოს გუნდი,როგორიცაა კრიშტიანო/სამი ჩ.ლ. ზედიზედ,ევროპის ჩემპიონატი/,როგორებიც იყვნენ პელე,მარადონა,კრუიფი,კიჭა.წავიდა მოსაწყენი ტიკიტაკის დრო სადაც მესი კარგად გრძნობდა თავს.ძალისმიერი ტამაშში ძაან უჭირს
ჯანგო
14 მაისი 2019 14:28
27

სიახლეები პოპულარული