Le Parisien: პსჟ-ს "რეალის" 3 ფეხბურთელი სურს

AutoSharing Option
როგორც ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იტყობინება, პარიზული კლუბი "რეალის" სამი ფეხბურთელის ყიდვით არის დაინტერესებული. მათ სამივე ფეხბურთელის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას უნდათ.

გამოცემის მიხედვით, ფრანგულ კლუბს "რეალის" ნახევარმცველების - ისკოსა და ტონი კროოსის, ასევე, თავდამსხმელის - გარეთ ბეილის საკუთარ ფორმაში ხილვა სურს. უელსელისა და გერმანელის გადაბირება რთული არ იქნება, რადგან ორივე ფეხბურთელთან განშორება მადრიდელთა მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანს სურს.

სამივე ფეხბურთელის ერთად გაყიდვის შემთხვევაში, "რეალი" ჯამში 210 მილიონს ითხოვს - 70 ბეილისთვის, 80 კროოსისთვის და 60 მილიონი ისკოს სანაცვლოდ.

პსჟ
კი ძალიან აქტიურობს ამ სატრანსფერო ფანჯრის დროსაც. როგორც აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, პარიზელებმა "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმართეს დავიდ დე ხეას შესყიდვის თაობაზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული