L'Equipe: ანტუან გრიზმანს "ბარსელონაში" 17-მილიონიანი ხელფასი დაენიშნება

AutoSharing Option
"ეკიპი" ირწმუნება, რომ 28 წლის თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი "ბარსელონაში" გადავა და სეზონურ გასამრჯელოდ 17 მილიონ ევროს დაუნიშნავენ.

"ატლეტიკოში" გრიზმანის ანაზღაურება 21 მილიონი იყო, მაგრამ სამაგიეროდ, თუ შეთავაზებული 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, გაცილებით მეტ ბონუსებს აიღებს.

ანტუანმა გუშინ გამოაცხადა, რომ "ატლეტიკოს" ტოვებს. მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 1-ლი ივლისიდან 120 მილიონადაა შესაძლებელი.

"ბარსა" ამ თანხის გადახდაზე თანახმაა.

იმისათვის, რათა ფინანსური ფეარ-პლეი არ დაარღვიოს, კატალონიურ კლუბს რომელიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს.

ასევე დაგაინტერესებთ