"ბარსელონას" პრეზიდენტმა დაადასტურა - ერნესტო ვალვერდე კლუბში რჩება

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ დაადასტურა, რომ ერნესტო ვალვერდე კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება.

ეს განცხადება მან ერთ-ერთი წიგნის პრეზენტაციაზე გააკეთა.

"მომავალი სეზონისთვის მზადება დაწყებულია. რამდენიმე მოთამაშესთან შეთანხმება მიღწეულია და ამის შესახებ კოპას ფინალის შემდეგ ვისაუბრებთ. ერნესტო ვალვერდეს პრეზიდენტისა და ბორდის მხარდაჭერა აქვს. ის ისეთი მწვრთნელია, როგორიც ჩვენ გვსურს. ეს გრძელვადიანი პროექტია. მას კლუბთან კონტრაქტი გააჩნია და მისი მუშაობით ბედნიერები ვართ", - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს ესპანური Sport-ი.

ერნესტო ვალვერდე "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი 2017 წელს გახდა და კლუბთან ერთად ორჯერ
ლა ლიგის მოგება მოახერხა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ესეიგი მართლა ტოტალიზატორზე უთამაშიათ, აბა ეს რატო უნდა გააჩერო ენფილდის მერე
ღადაობენ ესენი
15:24 17-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული