იკერ კასილასი: ერთ დღესაც კარიერას დავასრულებ, ჯერ კი ყველაფერი მშვიდადაა

AutoSharing Option
"პორტუს" მეკარე იკერ კასილასმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე კომენტარი გააკეთა დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც ესპანელ მეკარეს კარიერის დასრულება მოუწევს. იკერი აღნიშნულ ჭორს გამოეხმაურა და საკუთარ ჯანმრთელობაზეც ისაუბრა.

"ერთხელაც მოვა დრო, როცა კარიერას დავასრულებ. ნება მომეცით ამის შესახებ თვითონ განვაცხადო. ჯერ-ჯერობით კი, ყველაფერი მშვიდად არის. გუშინ ექიმთან შემოწმებაზე ვიყავი, ყველაფერი კარგადაა. ეს შესანიშნავი ახალი ამბავია და მინდოდა  თქვენთვის გამეზიარებინა"- დაწერა ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მეკარემ.

იკერმა ინფარქტი ვარჯიშის დროს მიიღო. "პორტუს" საექიმო შტაბმა კასილასი ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ლეგენდარულ მეკარეს ოპერაცია გაუკეთეს. უკვე
იკერის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მას "პორტუსთან" კონტაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარიერის დასრულების შემთხვევაში ესპანელ მეკარეს "პორტუში" სამსახურს შესთავაზებენ.


მკითხველის კომენტარები / 2 /
მადრიდში ძეგლი! და ფლორენტინო მის ძირში მისახვრეტი
ელ კომენტატორ
23:02 17-05-2019
0
Iker jigari xar.madridista ar var magram pativs vcem am kacs.el komentator getanxmebi megobaro.peresi aris umaduri da daunaxavi.iero,morientesi,salgado,mravali da mravali.tvit raulic ki.da bolos ronaldo upardonod gaushveso ro ityvian egre iyo.daunaxavebis brboa sataveshi
Misha
00:50 18-05-2019
0

სიახლეები პოპულარული