"ბარსელონას" ფეხბურთელები ანტუან გრიზმანის ტრანსფერის წინააღმდეგნი არიან

AutoSharing Option
კატალონიური "სპორტის" ცნობით, თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი შესაძლოა, "ბარსელონაში" ვერ გადავიდეს.

გრიზმანმა უკვე გამოაცხადა, რომ "ატლეტიკოს" ტოვებს, "ბარსას" კონტრაქტის გამოსყიდვა 120 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ ამ გუნდის ფეხბურთელები მისი შეძენის წინააღმდეგნი წავიდნენ.

საქმე იმაშია, რომ გასულ სეზონში ანტუანმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა "ბარსელონაში" გადასვლა და ამის გამო კატალონიური გუნდის წამყვანი ფეხბურთელები ტრანფერს მხარს არ უჭერენ.

ამას გარდა, ისინი გრიზმანის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხედავენ.

ასევე დაგაინტერესებთ