ჟოზეპ ბარტომეუ: ლა ლიგის მოგება დიადი მიღწევაა, უნდათ ეს დააკნინონ

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ სეზონი შეაჯამა.

"ლა ლიგა ისევ დიდი უპირატესობით მოვიგეთ: 3 ტურით ადრე მეორეადგილოსანს 11 ქულით, ხოლო მესამეადგილოსანს 19 ქულით გავასწარით. ჩემპიონატის მოგება დიადი მიღწევაა. რაც უნდათ, ის ილაპარაკონ, მათ ამ ტურნირის მნიშვნელობის დაკნინება სურთ.

გულშემატკივართა უმეტესობა გამარჯვებებს მიეჩვია და უკმაყოფილოა. ჩემპიონთა ლიგის მოგებაში ძლიერ დარწმუნებულნი ვიყავით. სახლში დიდი ანგარიშით მოგების შემდეგ დავმარცხდით, როდესაც "რომასთან" დამარცხება ჯერ კიდევ არ გვქონდა მონელებული.

ვამაყობ ჩემი გუნდით და იმით, რომ ამ კლუბს ვემსახურები. "ბარსათი" უნდა ვიამაყოთ: იმით, თუ რასაც ვაღწევთ, როგორ
ვაღწევთ და რასაც ვაჩვენებთ.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, სეზონს წარმატებულად ვთვლი. ესპანეთის თასის ფინალის მოლოდინში ვართ. სრული მობილიზება გვმართებს. არ გვაქვს ფინალის წაგების უფლება.

მინდა, გუნდში მნიშვნელოვანი იყოს ის, ვინც ჭკვიანურად და პატივისცემით უძღვება საქმეს და ახალი ფასეულობების ინტეგრაციას ახდენს. მხედველობაში ერნესტო ვალვერდე მყავს, რომელსაც სრულად ვენდობით", - ციტირებს ბარტომეუს კლუბის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
იყიდა-გაყიდა არა... ყველაფერს ვიტ ჯორიჯიას და შეთქმულების თეორიის საზომით ნუ ზომავთ რა..გაერკვიეთ ფეხბურთში და ერთმა თამაშმა თუ გაგისხათ ბილეთში სხვას ნუ დააბრალებთ და ზღაპრებს ნუ მოიგონებთ
valderrama
13:29 24-05-2019
2
მხედველობაში ერნესტო ვალვერდე მყავს, რომელსაც სრულად ვენდობით", - ციტირებს ბარტომეუს კლუბის საიტი - ამ კაცს ვალვერდესთან ერთად გაუყიდიათ ლივერპულთან თამაში, და ნეტა ჩვენ რა გვანერვიულებს?!
ბიკენტი
11:09 24-05-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული