ერნესტო ვალვერდე: ამოწურულია თუ არა ჩემი ნდობის ვოტუმი? არაფერი მაქვს სათქმელი

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ფინალში "ვალენსიასთან" 1:2 წაგება "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ შემდეგნაირად ახსნა.

"ვალენსიას" კონტრშეტევაზე ჩინებულად ეხერხება თამაში. ეფექტურად მოქმედებენ.

ერთი თვის წინ ჩემპიონობას და ტრებლის შესრულების შესაძლებლობას ვზეიმობდით. ძალიან მაღალი მოლოდინი შევქმენით და არ გამოგვივიდა.

თავს ნორმალურად ვგრძნობ. რა თქმა უნდა, როდესაც იგებ, თავს უფრო ბედნიერად ხარ. მესმის, "ბარსელონაში" წაგება მწვრთნელებისთვის მძიმეა.

ფეხბურთელებს ცდა არ დაუკლიათ. არ ვნებდებოდით. დავმარცხდით, რადგან დავმარცხდით. ეს ფსიქოლოგიური პრობლემის ან ზეწოლის გამო არ მომხდარა.

ამოწურულია თუ არა ჩემი ნდობის ვოტუმი? არაფერი მაქვს სათქმელი", - განაცხადა
ვალვერდემ ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული