სერხიო რამოსს პერესის გამო სურს "რეალის" დატოვება - ზიდანი კაპიტნის წასვლის წინააღმდეგია

AutoSharing Option
ესპანურმა საინფორმაციო საშუალებებმა ორიოდე დღის წინ განაცხადეს, რომ დასტურ ფლობენ ინფორმაციას "რეალის" მცველის, სერხიო რამოსის გუნდიდან აბარგების სურვილის შესახებ.

რამოსს კარგა ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვს კლუბის პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან. 2016 წელს ისინი მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აშშ-ში ტურნესას შეახვედრა და სიტუაცია დასტაბილურდა.

"მარკას" ცნობით, ზიდანს არც ამჯერად უნდა რამოსის გაშვება, მის ირგვლივ გეგმავს ახალი გუნდის აშენებას და ნაცად მეთოდს მიმართავს - პერესსა და რამოსს კვლავ აშშ-ში შეახვედრებს.

გამოცემის მტკიცებით, ზიდანი ესაუბრა გუნდისთავს, რომელმაც აუხსნა შექმნილი ვითარება და თავისი პრობლემები.

თან, ერთია
სერხიოს სურვილი და მეორე რეალობა - მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 800 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
80 - ია ალბათ რა 800
კახა
09:10 27-05-2019
5
80 - ია ალბათ რა 800
კახა
08:56 27-05-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული