"რეალი" სერხიო რამოსს ჩინეთში უფასოდ არ უშვებს

AutoSharing Option
"რეალის" მცველ სერხიო რამოსს მართლა უნდა გუნდის გამოცვლა.

საქმე ისაა, რომ სერხიო უკვე 33 წლისაა, ჩინეთის ერთ-ერთი კლუბი კი ძალიან მაგარ და მომგებიან კონტრაქტს სთავაზობს.

La Sexta ირწმუნება, რომ ის "ბლანკოსის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და ხელშეკრულების გაწყვეტა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

რამოსი "რეალში" 2005 წლიდან ასპარეზობს, ხოლო ამ სეზონში პრიმერას 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა (5 პენალტით) და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სერხიოს კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი 800 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ