"რეალი" ნეიმარს გაუპატიურების სკანდალის გამო არ შეიძენს

AutoSharing Option
"რეალი" პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარს გაუპატიურების სკანდალის გამო არ შეიძენს.

AS-ის ცნობით, ნეიმარის "რეალში" შესაძლო გადასვლა მადრიდული გუნდისთვის რეპუტაციის შელახვის რისკის შემცველია.

გამოცემა ამტკიცებს, რომ "სამეფო კლუბი" "პარი სენ ჟერმენის" მეორე ფორვარდის, კილიან მბაპეს ვარიანტისკენ უფრო იხრება.

RMC Sport-ი კი ირწმუნება, რომ ნეიმარის უკან დაბრუნებას "ბარსელონას" ხელმძღვანელობას გუნდის ლიდერი ლეო მესი სთხოვს.