არბელოა "რეალს": მესის შვილი უნდა დავიმატოთ!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა მცველმა ალვარო არბელოამ ხუმრობით "სამეფო კლუბს" ლიონელ მესის შვილის, მატეოს დამატება ურჩია.

"ბარსელონას" ფეხბურთელმა ინტერვიუში თქვა, რომ მისი 3 წლის შვილი მატეო მადრიდულ გუნდს ქომაგობს.

"უნდა დავიმატოთ!" - დაწერა არბელოამ "ტვიტერში" და წარწერას მესის ინტერვიუს ვიდეო მიამაგრა.