"ბარსელონას" ჯიჯი ბუფონთან კონტრაქტის გაფორმება უნდა

AutoSharing Option
პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული 41 წლის მეკარე ჯიჯი ბუფონი თამაშისთვის თავის დანებებას არ აპირებს და მსურველებიც გამოუჩნდნენ.

ვეტერან გოლკიპერს იტალიის სამი გუნდი და "ბარსელონა" ეპატიჟება. ამის შესახებ ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება.

დი მარციოს ცნობით, ბუფონი "ბარსას" მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელად სჭირდება.

ალბათ, საინტერესო იქნება, თუ კარიერის დასასრულს ის "ბარსელონაში" იასპარეზებს, მაგრამ საკითხავია - აწყობს კი დუბლიორობა?

მკითხველის კომენტარები / 4 /
აწობს და თანაც როგორ. მხოლოდ ბარსაში ექნება შანსი აისრულოს ოცნება და მოიგოს ლიგა.
Geo_Dinamo
07 ივნისი 2019 09:40
5
სასაცილოა ლიგა არა ეგ ახსოვს ბარსას როგორია საერთოდ
giorgi
08 ივნისი 2019 03:04
1
რეალში გადავიდეს უფრო "რეალურად" აუსრულდება ლიგის მოგება!
?
07 ივნისი 2019 17:54
1
ბუფონი გვაკლია რა?
?
07 ივნისი 2019 09:03
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული